ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ტიტულისთვის ბრძოლას ერთბაშად 2 ქართველი ჩოგბურთელი აგრძელებს: ერთეულებში – სოფო შაფათავა, ხოლო წყვილებში – ოქსანა კალაშნიკოვა.
მე-3 ნომრად განთესილმა შაფათავამ მეოთხედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – პოლონელი მაგდალენა ფრეჩი 6:7 (1:7), 6:4, 6:2 დაამარცხა და ნახევარფინალში მე-6 რეიტინგის მქონე ბრიტანელ კეტი დანს გაეჯიბრება.
ამ უკანასკნელმა გზიდან პირველ ნომრად მიჩნეული უკრაინელი ანასტასია ვასილიევა ჩამოიშორა – 6:4, 6:3. ფინალის მე-2 საგზურისთვის მე-4 რეიტინგის მქონე ინდოელი ანკიტა რანა და კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – რუმინელი კრისტინა ენე იბრძოლებენ.
წყვილებში პირველი რეიტინგით მოთამაშე ოქსანა კალაშნიკოვამ და ხსენებულმა ვასილიევამ ინდოელები ბოსალე ჩილუმულა 6:4, 7:6 (7:3) დაამარცხეს და ფინალში რუს მორგინას და სერბ სტოიანოვიჩს ეთამაშებიან.