ფეხბურთი

14:07 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შობის ორიგინალური აღნიშვნა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ ბერლინის “უნიონის” გულშემატკივრები შობის მოახლოებას ორიგინალურ გარემოში აღნიშნავენ. ყოველი წლის 23 დეკემბერს გულშემატკივრები “უნიონის” საშინაო არენა “სტადიონ ან დერ ალტენ ფორსტერეიზე” იკრიბებიან, სადაც იმართება კონცერტი და მომღერლები საშობაო თემატიკის სიმღერებს მღერიან.

აღნიშნულ ტრადიციას სათავე 1989 წელს დაედო და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. შობის მოახლოება “უნიონის” გულშემატკივრებმა არც მიმდინარე წელს დაარღვიეს და გამართულ საღამოს 27 500 გულშემატკივარი დაესწრო.

https://www.youtube.com/watch?v=jTj3SpqDpdM

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12663