ფეხბურთი

12:30 | 25.12.2014 | ნანახია 980 - ჯერ

ნემანია მატიჩი: “4 ტიტულის მოგება შესაძლებელია”

“ჩელსის” სერბი ნახევარმცველის ნემანია მატიჩის აზრით ლონდონის კლუბს მიმდინარე სეზონში 4 ტიტულის მოგება შეუძლია.

“ვფიქრობ, შესაძლებელია ოთხივე ტურნირზე გამარჯვება. არ მინდა ვთქვა, რომ ამას აუცილებლად შევძლებთ, მაგრამ მჯერა ამის გაკეთება შესაძლებელია, რადგან ვხედავ ოთხივე ტურნირში გამარჯვების სათანადო პოტენციალს. ტიტულების მოსაგებად ყოველთვის მნიშვნელოვანია მენტალური მზადყოფნა. თავდაჯერების გარეშე გამარჯვებას ვერ მიაღწევ”, – განაცხადა მატიჩმა.

26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და “ევერტონთან” შეხვედრაში გოლის გატანაც მოახერხა. 17 ტურის შემდეგ “ჩელსი” 42 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველს მხედველობაში ჩემპიონთა ლიგის, ინგლისის პრემიერლიგის, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასისა და ინგლისის ლიგის თასის გათამაშებები აქვს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:54 | 26.12.2014
ukleba (17336)

და ამ დროს ნემანიას გაეღვიძა : D

17:29 | 25.12.2014
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

აუცილებლად ლომო.

14:36 | 25.12.2014
silva (3725)

DDDDDDDDDDDDDDDDD

15:32 | 25.12.2014
drogba_<3 inter (23926)

რა გაცინებს?

19:42 | 25.12.2014
NGoLo KaNte (36472)

სიტიზე ეცინება მწარედ

14:14 | 25.12.2014
NGoLo KaNte (36472)

კარგი იქნებოდა ნამდვილად
მაგრამ წელს მინიმუმ ორ ტიტულს ველი და დაიდოს
მინიმუმ ორს

0.122987