როგორც Gazzetta dello Sport იუწყება, “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი “რომას” ბელგიელი ნახევარმცველის რაჯა ნაინგოლანის შეძენით დაინტერესდა. როჯერსი მოთამაშის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდება.
“სკაი სპორტის” ცნობით 26 წლის მოთამაშემ “რომასთან” კონტრაქტი გასულ ზაფხულს გააფორმა, თუმცა ფეხბურთელისადმი უფლებების 50 პროცენტი ყოფილი კლუბის “კალიარის” მფლობელობაში დარჩა.
ნაინგოლანმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ს ყველა ტურში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა, 2 შემთხვევაში კი მისმა გოლებმა “რომას” სამი ქულა მოუტანა.
ბელგიელი მოთამაშე 17 წლის ასაკიდან იტალიურ კლუბებში ირიცხება. თავდაპირველად “პიაჩენცაში” თამაშობდა, ხოლო შემდეგ კარიერა “კალიარისა” და “რომაში” განაგრძო.