კალათბურთი

1:48 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის 18 ქულა და 16 მოხსნა, “ჩემპვილის” პირველი გამარჯვება

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა, ქართველი ფორვარდი კი საკუთარ გუნდში ისევ საუკეთესო იყო.

ჩემპვილელებმა “ჰოოპსი” 78:72 დაამარცხეს, ცქიტიშვილმა კი 38 წუთში 18 ქულა, 16 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

ნიკოლოზმა 5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 7-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 24-ს უწია და ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა სათადარიგო ელი გალებსაც, რომელმაც 18 ქულა მიითვალა.

“ჩემპვილს” 1 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და 8-გუნდიან ლიგაში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩი კი 4 იანვარს, სტუმრად “ტადამონთან” ელის.

0.11432