კალათბურთი

23:45 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სმიტი “ჰიუსტონს” მოელაპარაკა

ამერიკელი ფორვარდი ჯოშ სმიტი, რომელიც ორიოდ დღის წინ “დეტროიტ პისტონზსს” დაემშვიდობა, კარიერას “ჰიუსტონ როკეტსში” გააგრძელებს.

სმიტი ტეხასურ კლუბში ბავშობის მეგობარ დუაიტ ჰოვარდთან ერთად ითამაშებს და სეზონში 2 მილიონ დოლარს მიიღებს. ისიც ვთქვათ, რომ დეტროიტელებს მისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული 28 მილიონის გადახდა მოუწევთ.

ESPN-ის ცნობით, სმიტის მოთხოვნა ის გახლდათ, რომ მის ახალ კლუბს სასტარტო ხუთეულში ადგილი დაეთმო, ამდენად, ამერიკელი ფორვარდი “როკეტსის” ერთ-ერთ ლიდერობას უმიზნებს.

თეგებიჯოშ სმიტი
0.119349