ჩოგბურთი

23:12 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანა ივანოვიჩი კიდევ ერთ დიდი სლემის ტურნირზე ოცნებობს

მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერმა სერბმა ანა ივანოვიჩმა The Sport Review-თან ინტერვიუში განაცხადა რომ ის კიდევ ერთი დიდი სლემის მოგებაზე ოცნებობს.

“ჩემი თამაში უფრო მრავალფეროვანი უნდა გავხადო, ბადესთან ხშირად უნდა გავიდე. 2008-ში პირველი ჩოგანი ვიყავი, ახლაც მაქვს შანსი, მაგრამ ამას დიდი შრომა სჭირდება. რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დიდი სლემის მოგება, - ეს ჩემი ოცნებაა. ჩემი მიზანია დიდი სლემის ტურნირებზე კარგად ვითამაშო. მიუხედავად იმისა, რომ წელი მეხუთე პოზიციაზე დავამთავრე, დიდი სლემის ტურნირებზე ჩემი გამოსვლით უკმაყოფილო ვარ. მაგრამ მე უძლიერეს ჩოგბურთელებს მოვუგე, მაგალითად: სერენა უილიამსს, მარია შარაპოვას, სიმონა ჰალეპს. ეს ყველაფერი იმის იმედს მისახავს, რომ მომავალ სეზონში, კიდევ ერთ დიდი სლემის ტურნირს მოვიგებ”, - განაცხადა ანა ივანოვიჩმა.

ივანოვიჩმა 2008 წელს “როლანდ გაროსი” მოიგო. ანასთვის ეს ერთადერთი დიდი სლემის მოგებული ტურნირია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12474