“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევს ანხელ დი მარიას მის გუნდში “ბენფიკას” არგენტინელი ნახევარმცველის ნიკოლას გაიტანის ხილვა სურს.
The Mirror-ის ინფორმაციით, დი მარიამ ლუი ვან გაალს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაიტანის შეძენა შესთავაზა.
გაიტანის შეძენა “ვალენსიასაც” სურს. არგენტინელს კონტრაქტი “ბენფიკასთან” 2018 წლამდე აკავშირებს. პორტუგალიური კლუბი მის ტრანსფერს 38 მილიონ ევროდ აფასებს.