ფეხბურთი

22:38 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძმაც ასეთი უნდა (VIDEO)
ბოლანოსისთვის მოედანზე ძმური სიყვარული არ არსებობს

ეკვადორის ჩემპიონატის ფლეი ოფის ორრაუნდიან ფინალში მილაგროს "ემელეკმა" გუაიაქილის "ბარსელონა" ჯამში 4:1 (1:1, 3:0) დაამარცხა და ეკვადორის ჩემპიონობა მოიპოვა. საინტერესო შეიძლება არცაა სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყნის ჩემპიონატი, მაგრამ გამოხმაურება ერთ ფაქტს მოჰყვა. 22 დეკემბერს განმეორებით მატჩს "ემელეკი" შინ მართავდა, როდესაც მე-10 წუთზე ალექს ბოლანოსმა ძმას მილერს ფეხებში ისეთი ვარდნა გაუკეთა ოჯახის წევრს ლამის ფეხი მოტეხა.

ეკვადორში შობა ახლოვდება და საინტერესოა რა დაუშავა ძმამ ძმას. ალექსმა წითელი ბარათი მიიღო, ხოლო მილერმა უხეში ძმის გუნდს ორი ბურთი გაუტანა და "ემელიკს" ეკვადორის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. აი ასე არ აპატია ძმა ძმას ულმობელი თამაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1757