იმის შემდეგ, რაც ქართული კალათბურთელის მიხეილ ბერიშვილის და სლოვენიის ეროვნული ჩემპიონატის კლუბ “ზლატოროგის” გზები გაიყარა, ბერიშვილით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდია იმის ალბათობა, რომ ბერიშვილმა კარიერა საქართველოში გააგრძელოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი მიხეილ ბერიშვილი “ზლატოროგში” 2014-15 წლების სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა.