საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 25 დეკემბერს რესტორან “ქალაქურში” წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ჩაატარებს, რომელზეც ნომინანტებსაც დააჯილდოვებს.
ღონისძიებაზე, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება, გამარჯვებული ოთხ ნომინაციაში გამოვლინდება: საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ლეგიონერი, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესოების გამოსავლენად გამოკითხვა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარ მწვრთნელებსა და კაპიტნებს, აგრეთვე, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების თავკაცებს შორის ჩაატარა.