ფეხბურთი

18:24 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტიმ” მანჯუკიჩისთვის 32 მილიონი გაამზადა

“მანჩესტერ სიტი” მადრიდის “ატლეტიკოს” ხორვატი შემტევით მარიო მანჯუკიჩით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას Daily Star-ი ავრცელებს.

როგორც წყარო იუწყება, “სიტის” მფლობელი მზადაა მანჯუკიჩის ტრანსფერში 32 მილიონი ევრო გადაიხადოს.

28 წლის ხორვატმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მადრიდული კლუბის მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

მარიო 2012-2014 წლებში მიუნხენის “ბაიერნში” თამაშობდა, სადაც 54 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. ის ხორვატიის ნაკრების ღირსებას 2007 წლიდან იცავს. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 57 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

0.115797