ქართველი კალათბურთელის მიხეილ ბერიშვილის და სლოვენიური “ზლატოროგის” გზები გაიყარა. კონტრაქტის შეწყვეტა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების წევრი ლაშკოელებს სეზონის დასაწყისში შეუერთდა და სლოვენიის ჩემპიონატში 10 მატჩის ჩატარებაც მოასწრო, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი იყო: 15.9 წუთი, 5.3 ქულა, 2.3 მოხსნა, 1.0 პასი, 0.6 ჩაჭრა და 0.2 დაფარება.