ფრანგი ფეხბურთელი ჰატემ ბენ არფა შესაძლოა პირეოსის “ოლიმპიაკოსში” გადავიდეს. გასულ ზაფხულში “ნიუკასლიდან” “ჰალ სიტიში” გადაბარგებული ბენ არფა წარუმატებელ სეზონს ატარებს - პრემიერლიგის მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ბრიუსის გუნდის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად ვერ იქცა.
“ოლიმპიაკოსის” გარდა, 27 წლის შემტევის დამატება ლიგა 1-ში მოთამაშე “ნიცას” სურს. ფრანგები ფეხბურთელის იჯარით აყვანას აპირებენ.
გასულ სეზონში ბენ არფა “ნიუკასლის” შემადგენლობაში ხშირად ჩნდებოდა, თუმცა პოტენციალის სათანადოდ გამომჟღავნება ვერ მოახერხა, რასაც ალან პარდიუსთან კონფლიქტი დაერთო და “კაჭკაჭების” დატოვების მიზეზად სწორედ ეს ფაქტი იქცა.