ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წარმატებულად თამაშობს სოფო შაფათავა, რომელსაც მე-3 განთესვა გააჩნია.
შაფათავა “უაილდ ქარდის” მქონე ინდოელ პრარტანა ტომბარეს გაეჯიბრა და მძიმე ბრძოლაში 6:4, 6:7 (4:7), 7:6 (8:6) დაამარცხა.
მეოთხედფინალში სოფოს მეტოქე პოლონელი მაგდალენა ფრეჩი იქნება, რომელიც კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს პირველი რეიტინგის მქონე ოქსანა კალაშნიკოვას და უკრაინელი ანასტასია ვასილიევას დეუტი.
მათ უკრაინელ ბოგოლის და რუს ლეიკინას 6:4, 6:0 სძლიეს და ფინალის საგზურისთვის ინდოელებს – ბოსალეს და ჩილუმულას გაეჯიბრებიან.