წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი ემილ ჰესკი “ბოლტონში” ითამაშებს. 36 წლის მოთამაშემ ნილ ლენონის კლუბთან მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმა. ცოტა ხნის წინ “ბოლტონში” კიდევ ერთი ვეტერანი ეიდურ გუდიონსენი ჩაირიცხა.
ჰესკიმ პირველი ოფიციალური მატჩი “ბოლტონის” სარეზერვო გუნდის მაისურით “რედინგის” წინააღმდეგ გამართა.
ვეტერანი ფორვარდი ბოლოს ავსტრალიის ჩემპიონატში თამაშობდა, “ბოლტონში” კი თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. სანამ “ბოლტონთან” კონტრაქტს გააფორმებდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდა თავი მოეწონებია მწვრთნელისთვის. საბოლოოდ, ჰესკის თამაშით კმაყოფილი დარჩა ლენონი და ვეტერანთან კონტრაქტის გაფორმება ისურვა.
საინტერესოა, რომ 1996-დან 2000 წლამდე ჰესკი და ლენონი “ლესტერ სიტიში” თანაგუნდელები იყვნენ.