კალათბურთი

14:58 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლეიკერსმა” კობის გარეშე “გოლდენ სტეიტს” სძლია

“ლეიკერმა” შინ დასავლეთ კონფერენციის ლიდერს “გოლდენ სტეიტს” 115:105 მოუგო. ლოს ანჯელესელებს კობი ბრაინტი არ ჰყავდათ. “შავმა მამბამ” აღნიშნულ მატჩში დაისვენა. “ლეიკერსმა” გუნდური კალათბურთი ითამაშა, 7 კალათბურთელს ჰქონდა 10 და მეტი ქულა ჩაგდებული. პირველი სამი პერიოდის შემდეგ ლოს ანჯელესელები 22 ქულით იგებდნენ. ოკლენდელებს გუნდის ორივე ლიდერი ჰყავდათ. კარიმ 22 ქულა ჩააგდო, კლეი ტომპსონმა კი – 18. “გოლდენ სტეიტი” მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეოთხე მატჩში დამარცხდა. ოკლენდელებს 23 მატჩი აქვთ მოგებული და დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ. “ლეიკერსს” 9 მოგება და 19 წაგება აქვს, გუნდი ამავე კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.

“კლივლენდმა” საკუთარ დარბაზში “მინესოტას” 125:104 აჯობა. “კავალიერსებმა” მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს. მატჩის საუკეთესო მექულე კაირი ირვინგი გახლდათ,- 29 ქულით. ლებრონ ჯეიმსმა 24 ქულა ჩააგდო. “მეფემ” 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, 9-დან 4 ორქულიანი გამოიყენა და 7-დან 4 საჯარიმო მოათავსა კალათში.

“ვაშინგტონი” სახლში “ჩიკაგოსთან” 91:99 დამარცხდა. “ხარეში” დაბრუნების შემდეგ შესანიშნავად ითამაშა დერეკ როუზმა. გამთამაშებელმა გუნდს 25 ქულა შესძინა.

წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს, ზაზა ფაჩულიას ყოფილი გუნდი “ატლანტა ჰოუქსი”, ჯორჯიელებმა შინ “ლოს ანჯელეს კლიპერსს” 107:104 მოუგეს. “ატლანტას” ბოლო 15 მატჩში 14 მოგებული აქვს. “ატლანტა” აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

“მაიამი ჰიტი” “ამერიქან ეარლაინს არენაზე” სეზონის ყველაზე სუსტ გუნდთან “ფილადელფიასთან” 87:91 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი გამოდგა, რომელიც ფილადელფიელთა სასარგებლოდ 18:9 დასრულდა. “მაიამის” 23 ქულით უეიდმა ულიდერა.

“ფინიქსმა” “დალასს” 124:115 სძლია. მატჩში გამორჩეული სლოვენიელი გამთამაშებელი გორად დრაგიჩი იყო, რომელმაც მეტოქეს 25 ქულა ჩაუგდო. “დალასს” 20 მოგება და 10 წაგება აქვს, გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მეხუთეზეა, “ფინიქსი” ამავე კონფერენციაში მერვე ადგილს იკავებს.

“ოკლაჰომა” საკუთარ დარბაზში “პორტლენდს” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წამით ადრე “ოკლაჰომა” 98:95 იგებდა, მაგრამ “პორტლენდის” ლიდერმა დამიენ ლილარდმა 3-ქულიანი ჩააგდო და ანგარიში საყაიმო გახადა. რასელ ვესტბურკმა ბოლო წამებზე 3-ქულიანი ისროლა, მაგრამ ბურთმა მიზანს ვერ მიაღწია და მატჩში ოვერტაიმი დაინიშნა. დამატებით დროში უკეთ ლილარდი და მისი თანაგუნდელები გაისარჯნენ და “პორტლენდმა” საბოლოოდ 115:111 მოიგო. მატჩის ბოლო წამებზე ლამარკუს ოლდრიჯი და სერჟ იბაკა ერთმანეთს ხელითაც შეეხნენ, მაგრამ სიტუაცია მალევე დაწყნარდა. მატჩში საუკეთესოები დამიენ ლილარდი და რასელ ვესტბუკი გახლდათ, ორივემ თავიანთ გუნდებს 40-40 ქულა შესძინეს. ლილარდმა თავის მონაგარს 11 პასიც მიამატა.

“კლივლენდ კავალიერსი” – “მინესოტა ტიმბერვულვზე” 125:104 (27:26, 37:30, 32:23, 29:25)

“კლივლენდი”: ირვინგი (29 ქ.), ჯეიმსი (24 ქ.), ლავი (20 ქ. 10 მ.), უეიტერსი (19 ქ.), მერიონი (11 ქ.), ვარეჟაო (6 ქ. 6 მ.), ტომპსონი (5 ქ. 9 მ.), დელავედოვა (3 ქ.), ჯონსი (3 ქ.), ჰეივუდი (2 ქ.)

“მინესოტა”: უიგინსი (27 ქ.), დიენგი (20 ქ.), მუჰამადი (18 ქ. 6 მ.), იანგი (13 ქ. 6 მ.), ბადინგერი (7 ქ.), უილიამსი (6 ქ. 7 პ.), ადრიენი (2 ქ.), რობინსონი (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=_oeIxBIHEeU

“ინდიანა პეისერსი” – “ნიუ ორლეან პელიკანსი” 96:84 (24:26, 20:14, 26:21, 26:23)

“ინდიანა”: ჰილი (15 ქ.), ჰიბერტი (14 ქ.), ს. ჰილი (13 ქ.), უესტი (13 ქ. 7 მ.), მაილსი (11 ქ.), ალენი (8 ქ. 7 მ.), სკოლა (6 ქ.)

“ნიუ ორლეანი”: დევისი (21 ქ. 9 მ.), ჰოლიდეი (16 ქ.), ევანსი (14 ქ. 11 მ.), ბაბიტი (10 ქ.), აშიკი (6 ქ.), ჰოლიდეი (4 ქ.), ანდერსონი (4 ქ.), კანინგჰემი (4 ქ.), აჟინცა (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=clM7cVYySMs

“ორლანდო მეჯიქი” – “ბოსტონ სელტიკსი” 100:95 (26:9, 27:21, 32:30, 15:35)

“ორლანდო”: ჰარისი (19 ქ.), ო’ქუნსი (18 ქ. 13 მ.), ვუჩევიჩი (18 ქ. 12 მ.), ფაიტონი (12 ქ. 7 პ.), ოლადიპო (8 ქ.), ფრაი (8 ქ.), გორდონი (8 ქ.), ფურნიერ (7 ქ.), დედმონი (2 ქ.)

“ბოსტონი”: ზელერი (22 ქ.), ბრედლი (20 ქ.), ოლინიკი (14 ქ.), ბასი (11 ქ.), ნელსონი (9 ქ.), ვრაიტი (5 ქ.), გრინი (4 ქ.), ტარნერი (3 ქ.), სმარტი (3 ქ.), კრაუდერი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=UFBZqHEjMiw

“ ვაშინგტონ ვიზარდსი” – “ჩიკაგო ბულზი” 91:99 (20:21, 20:25, 25:24, 26:29)

“ვაშინგტონი”: ვოლი (18 ქ. 9 პ.), ბილი (15 ქ.), გორტატი (14 ქ. 11 მ.), პირსი (12 ქ.), ჰამპრიზი (8 ქ.), ნენ (8 ქ.), მილერი (8 ქ.), მილერი (4 ქ.), პორტერი (2 ქ.), სერაფინი (2 ქ.)

“ჩიკაგო”: როუზი (25 ქ.), გასოლი (19 ქ. 9 მ.) ბრუქსი (13 ქ.), გიბსონი (12 ქ.), ბატლერი (11 ქ. 6 მ.), ნოა (8 ქ. 11 მ.), მიროტიჩი (7 ქ.), მური (5 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=da0Fm9_hsBs

“ატლანტა ჰოუქსი” – “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 107:104 (31:25, 19:32, 31:26, 26:21)

“ატლანტა”: ქეროლი (25 ქ. 10 მ.), ჰორფორდი (20 ქ. 5 მ.), მილსაპი (17 ქ. 9 მ.), კორვერი (14 ქ.), სეფალოშა (9 ქ.), ტიგი (9 ქ.), შროდერი (5 ქ.), სკოტი (5 ქ.)

“კლიპერსი”: გრიფინი (21 ქ. 8 მ.), პოლი (19 ქ. 7 პ. 6 მ.), რედიკი (18 ქ.), ჯორდანი (15 ქ. 22 მ.), ბარნსი (6 ქ.), ფარმარი (3 ქ.), თურქოღლუ (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=k6lyYYTAY1M

“ბრუკლინ ნეტსი” – “დენვერ ნაგეტსი” 102:96 (30:27, 28:27, 18:23, 26:19)

“ბრუკლინი”: ჯონსონი (27 ქ.), პლამლი (19 ქ. 13 მ.), ჯეკი (17 ქ.), კარასევი (12 ქ. 5 მ.), ლოპესი (6 ქ.), ბოგდანოვიჩი (5 ქ.), მორისი (4 ქ.), ჯეფერსონი (3 ქ.)

“დენვრი”: ლოუსონი (29 ქ. 9 პ.), ფარიდი (20 ქ.), ჩენდლერი (11 ქ.), აფლალო (11 ქ.), ჰიკსონი (10 ქ.), ნურკიჩი (6 ქ.), მოზგოვი (5 ქ.), რობინსონი (2 ქ.), ჯი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=vYR4u1foSvo

“მაიამი ჰიტი” – “ფილადელფია” 87:91 (32:19, 25:23, 21:31, 9:18)

“მაიამი”: უეიდი (23 ქ. 6 პ. 5 მ.), უილიამსი (17 ქ. 5 მ.), ჩელმერსი (11 ქ. 5 მ.), დენგი (7 ქ.), ანდერსონი (6 ქ.), გრეინჯერი (6 ქ.), ენისი (6 ქ.)

“ფილადელფია”: კარტერ-უილიამი (20 ქ. 5 პ.), მბა ა მუტე (19 ქ. 6 მ.), გრანტი (11 ქ.), კოვინგტონი (11 ქ. 5 მ.) სიმსი (8 ქ.), ნოელი (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=bHQyLwj2cB4

“ოკლაჰომა სითი თანდერი” – “პორტლენდ ბლეიზერსი” 111:115 (26:19, 17:35, 30:19, 25:25, ო.ტ. 13:17)

“ოკლაჰომა”: ვესტბრუკი (40 ქ. 10 მ.), ჯექსონი (21 ქ. 9 მ.), იბაკა (16 ქ. 7 მ.), მოროუ (10 ქ.), კოლინსი (9 ქ.), ადამსი (7 ქ. 11 მ.), პერკინსი (4 ქ.), რებერსონი (2 ქ.)

“ოლდრიჯი”: ლილარდი (40 ქ. 11 პ.), ოლდრიჯი (25 ქ. 9 მ.), მეტიუსი (22 ქ.), ბლეიქი (6 ქ.), კამანი (6 ქ.), ფრილენდი (4 ქ.), ვრაიტი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=_8cW65g3FmE

“მილუოკი ბაქსი” – “შარლოტ ჰორნეტსი” 101:108 (30:28, 26:26, 24:34, 21:20)

“მილუოკი”: ნაითი (34 ქ. 5 პ.), მიდელტონი (12 ქ.), ანტეტოკუნმპო (11 ქ. 6 მ.), მაიო (7 ქ.), ბეილესი (8 ქ.), მარშალი (3 ქ.), ფაჩულაი 3 ქ. 4 მ. 2 პ.), ო’ბრაიანტი (4 ქ.)

შარლოტი”: უოლკერი (27 ქ.), ჰენდერსონი (20 ქ.), უილიამსი (12 ქ.), ჯეფერსონი (12 ქ. 9 მ.), კიდ-გილჩისტერი (10 ქ. 5 მ.), ნილი (5 ქ.), ბიმბო (4 ქ.), რობერტსი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=4WptTprUwQI

“ფინიქს სანსი” – “დალას მავერიკსი” 124:115 (25:26, 28:19, 36:29, 35:41)

“ფინიქსი”: გ. დრაგიჩი (25 ქ.), გრინი (22 ქ.), ლენი (17 ქ. 7 მ.), ბლედსოუ (16 ქ. 11 პ. 10 მ.), ტომასი (12 ქ.), მარკიეფ მორისი (9 ქ.), მარკუს მორისი (4 ქ.), პლამლი (4 ქ.)

“დალასი”: ნოვიცკი (22 ქ. 5 მ.), ჩენდლერი (22 ქ. 14 მ.), ვილანუევა (18 ქ.), რონდო (13 ქ. 8 პ. 6 მ.), ბარეა (8 ქ.), პარსონსი (7 ქ. 8 მ.), სმიტი (6 ქ.), ჰარისი (3 ქ.), ჯეფერსონი (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=HBESBNHbyq4

“ლოს ანჯელეს ლეიკერსი” – “გოლდენ სტეიტი” 115:105 (34:24, 29:24. 32:25, 20:32)

“ლეიკერსი”: ბუზერი (18 ქ. 9 მ.), პრაისი (17 ქ. 8 პ.), იანგი (15 ქ.), ჯონსონი (14 ქ.), დევისი (14 ქ.), ელინგტონი (12 ქ.), ლინი (11 ქ. 5 პ.), საკრე (6 ქ.), ჰილი (4 ქ.), ელინგტონი (4 ქ.)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (22 ქ. 6 პ.), ტომპსონი (18 ქ.), ლი (12 ქ.), ჰოლიდეი (11 ქ.), ეზელი (10 ქ.), ბარბოსა (9 ქ.), სფეიტსი (6 ქ.), იგუადალა (3 ქ.), ლივინგსტონი (5 ქ.), გრინი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=hdC25um62E8

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.162986
სარეკლამო ადგილი - 99
X x X