თურქული “ბეშიქთაში” ლონდონის “ჩელსის” კიდევ ერთი ფეხბურთელის მოჰამედ სალაჰის დამატებით დაინტერესდა. 22 წლის ეგვიპტელი ინგლისურ კლუბში მიმდინარე წლის იანვრის თვეში “ბაზელიდან” გადავიდა, თუმცა მიმდინარე სეზონში სალაჰს მოედანზე გასვლა იშვიათად უწევს. ინგლისის პრემიერლიგაში მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა მინდორზე და საერთო ჯამში 12 წუთით მოუწია თამაში.
ამ ფაქტის გათვალისწინებით, თურქულ კლუბს ფეხბურთელის ხელში ჩაგდების შანსი აქვს, ჟოზე მაურინიოს კი სალაჰის ტრანსფერთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.
გასულ ზაფხულს სტამბოლურმა კლუბმა დემბა ბა შეიძინა, ხოლო ვიდრე სალაჰით დაინტერესდებოდნენ, თურქული კლუბის ხელმძღვანელებს პიტერ ჩეხის გადაბირებაც სურდათ.