ფეხბურთი

11:41 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტორესი “ატლეტიკოსთვის” ხელფასის ნახევარს დათმობს

ესპანელ ფორვარდს ფერნანდო ტორესს მშობლიურ მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნების დიდი სურვილი აქვს. როგორც Marca იტყობინება, ფეხბურთელი მზადაა ესპანურ კლუბში გადაბარგებისთვის ამჟამინდელი ხელფასის ნახევარზე მეტი დათმოს.

ტორესი “მილანში” იჯარის წესით გამოდის, მისი სატრანსფერო უფლებები კი ლონდონის “ჩელსის” ეკუთვნის. რაც შეეხება ესპანელის ამჟამინდელ ანაზღაურებას, ის კვირაში დაახლოებით 150 ათას გირვანქას შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მაღალი ხელფასია 30 წლის ფეხბურთელის მადრიდში დაბრუნების ხელისშემშლელი ფაქტორი.

ტორესი “ატლეტიკოს” აღზრდილია, ამ გუნდის ღირსებას 2001-2007 წლებში იცავდა, საიდანაც “ლივერპულში” განაგრძო კარიერა. 2011 წელს ფერნანდო “ჩელსიში” გადავიდა, თუმცა ლონდონურ კლუბში მისი ასპარეზობა ისეთი შედეგიანი ვერ გამოდგა, როგორიც წინა გუნდებში. ის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას ვერც “მილანში” ახერხებს.

0.112734