ამერიკელი კალათბურთელი ბო მაკკალები, რომელსაც თავის დროზე საქართველოს ნაკრებიც გაუმწარებია, შესაძლოა, “ლაბორალ კუჩაში” თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი გახდეს.
ეუროჰოოპს.ნეტ-ის ინფორმაციით, მაკედონიის ეროვნული გუნდის ექს-ლიდერს მიუნხენის “ბაიერნთან” კონტრაქტი ამოეწურა და ახალი გუნდის ძიებაშია.
“ბოს შენარჩუნება გვსურს და ამისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ”, - განაცხადა ბავარიელთა დამრიგებელმა სვეტისლავ პეშიჩმა, თავად მაკკალებს კი კომენტარი ჯერაც არ გაუკეთებია.
ისიც ვთქვათ, რომ “ლაბორალ კუჩამ” ხელშეკრულება გაუგრძელა სლოვენიელ ცენტრ მირზა ბეგიჩს, რომელიც თავდაპირველად 1 თვით იყო აყვანილი. ევროლიგაში მისი საშუალო მონაგარი 5.8 ქულა და 3.0 მოხსნაა.