2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის “ბენდელას თასზე” მეოთხე სათამაშო დღე მიილია. სამშაბათს ტურნირის ცენტრალური მატჩი უდავოდ თბილისური გუნდების დაპირისპირება იყო. “საბურთალო-1”-სა და “დინამოს” აკადემიის შეხვედრა 1:1 დასრულდა. “საბურთალო-1”-მა ჯგუფში 10 ქულა დააგროვა და გიორგი დეკანოსიძის მიერ გაწვრთნილი გუნდი ნახევარფინალშია. უბრალოდ გასარკვევია “საბურთალო-1” ჯგუფში რომელ ადგილს დაიკავებს.
ასევე წარმატებით იასპარეზა “საბურთალო-2”-მა. დავით ბერაძის შეგირდები “ოლიმპიკს” გაეჯიბრნენ და 3:1 გაიმარჯვეს. “საბურთალო-2” ოთხშაბათს “ავაზას” დაუპირისპირდება და წარმატების შემთხვევაში ნახევარფინალში ითამაშებს.
გთავაზობთ “ბენდელას თასზე” სამშაბათს დაფიქსირებულ შედეგებსა და ოთხშაბათის სათამაშო განრიგს:
სამშაბათი:
“სიონი”- “განთიადი” 2:1
“საბურთალო” – “დინამოს აკადემია” 1:1
“რუსთავი-2003” – “ავაზა” 3:0
“საბურთალო-2” – “ოლიმპიკი” 3:1
ოთხშაბათი:
“ავაზა” – “საბურთალო-2” 14:00
“საბურთალო ბენდელა” – “რუსთავი-2003” 15:00
“განთიადი” – “დინამოს აკადემია” 16:00
“მორკინალი” – “სიონი” 17:00
fcsaburtalo.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნამდვილად
ამასთან თითქმის არაფერ შუაშია, თუმცა გუშინ ტელევიზორს ვუყურებდი და ბატონი ბიძინას საუბარს მოვკარი ყური, მოკლედ 100 მილიონის ჩადებას ვაპირებდიო უბრალოდ ერთი ჩემი კაცი უნდა ყოფილიყო რომელიც ფინანსებს გააკონტროლებდაო, თუმცა იმის მერე არავინ გამკარებიაო! შემდეგ უკვე რაგბის დაეხმარა და შედეგსაც ხედავთ!! ბატონო ბიძინა ქართველი გულშემატკივრის სახელით გთხოვთ როგორმე იქნებ დაეხმაროთ ჩვენს ფეხბურთს! ეხლა ნამდვილად ემთხვევა ის პერიოდი, რომ იწყება ამ ფედერაციის გადაშენება და დიდი თხოვნით იქნება დაუდგეთ ახალ ფედერაციას გვერდით!! ეს ხალხი მოვიშოროთ ეს წურბელები!!! წარმატებები, საქართველოში ფეხბურთი აყვავდება მე იმედი მაქ!! წინ ქართველებო! გენაცვალეთ დიდი სიყვარულით!