“სან პაულუს” 32 წლის შემტევი ნახევარმცველი კაკა მიიჩნევს, რომ ბრაზილიური ფეხბურთი არ ვითარდება და წარსულით ცხოვრობს.
“ბრაზილიელები ასე აზროვნებენ: “როდესაც ასე ვთამაშობდი, ვიგებდი. ამიტომ, კვლავ ასე ვითამაშებ.” ეს მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს.
ბრაზილიური ფეხბურთი არ ვითარდება. ის წარსულში ჩარჩა და მიმაჩნია, რომ ამის მიზეზი ჩვენს ნარცისიზმშია. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები ვართ და ამიტომ თავს საუკეთესოებად მივიჩნევთ.” – განაცხადა კაკამ Globo-სთან ინტერვიუში.