ბაქოს “ინტერის” ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი ინტერნეტპორტალ azerifootball.com-ის ვერსიით, აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
“30 წელს გადაცილებული ბევრი ფეხბურთელისგან განსხვავებით, ამისულაშვილი სათამაშოდ ჩამოვიდა და არა კარიერის დასასრულებლად. 32 წლის მცველმა “ინტერის” სასტარტოში ყველა მატჩში ითამაშა და შეცვლა ერთხელ მოითხოვა ტრავმის გამო “სიმურგთან” საშინაო მატჩში. ამისულაშვილმა შეუძლებელი შეძლო და აბდულაე შეცვალა. თუმცა, ფრანგი ზოგჯერ თუ სუმბურულად თამაშობდა - მხოლოდ თავის სისწრაფეს ენდობოდა და ფეხებში ვარდნა იცოდა, ქართველი თავისი ოლიმპიური სიმშვიდითა და თამაშის კითხვით გამოირჩევა. ამასთანავე, სალუქვაძისა და ბოკონიანოსგან განსხვავებით, ერთ-ერთზე მისთვის გვერდის ავლა ძალიან ძნელია” – იუწყება azerifootball.com-ი ამისულაშვილის შესახებ.
ამისულაშვილმა, რომელიც “ინტერს” მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 17 თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.