ფეხბურთი

18:14 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკ დე გრიზი: “ოქრიაშვილი 90 წუთს ვერ თამაშობს”

ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის მარ დე გრიზის აზრით, “გენკის” ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი 90 წუთის განმავლობაში სათამაშოდ მზად არაა.

ამჟამად, დე გრიზი ბელგიურ მედიაში ფეხბურთის ანალიტიკოსად მუშაობს და “იუპილერ ლიგის” განვლილ ტურში, “ბრიუგესთან” მატჩში ოქრიაშვილის თამაში ასე შეაფასა:

“პიტერ გერკენსი და თორნიკე ოქრიაშვილი კარგად თამაშობდნენ. თუმცა, ოქრიაშვილს მეორე ტაიმი ჩაუვარდა. მას 90 წუთი თამაში არ შეუძლია”, - იუწყება დე გრიზის სიტყვებს voetbalnieuws.be.

“გენკი” სტუმრად “ბრიუგესთან” 1:4 დამარცხდა, ხოლო ოქრიაშვილმა მოედანზე 77 წუთი დაჰყო.

0.125015