კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი ჩავი ერნანდესი აღიარებს, რომ გასულ ზაფხულში, მას მშობლიური კლუბის დატოვება და “ნიუ იორკში” გადაბარგება გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ აზრი პრეზიდენტმა შეაცვლევინა.
“გადაწყვეტილება მიღებული მქონდა. “ნიუ იორკში” გადავლას ვაპირებდი. თუმცა, ბართომეუს ზარმა ყველაფერი შეცვალა. მან ჩემს აგენტს უთხრა, რომ ჩემი “ბარსელონაში” ხილვა სურდა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ვფიქრობდი, რომ “ბარსელონაში” ჩემი დრო დასრულდა. ვერ ვგრძნობდი, რომ გუნდს ვჭირდებოდი. თუმცა, მუნდიალის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტსა და ლუის ენრიკეს ვესაუბრე. ბართომეუმ მითხრა, რომ “ბარსელონასთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიქნები, თუ ამის დამტკიცებას შევძლებ.
ნიუ იორკში გადასასვლელად უკვე ბარგს ვალაგებდი, მაგრამ ბართომეუმ გადამარწმუნა.
ახლა ვხვდები, რომ სწორად მოვიქეცი. სიამოვნებას ვღებულობ იმ კლუბში ყოფნით, რომელსაც ვჭირდები.” – განუცხადა ჩავიმ კატალონიურ Sport-ს.