ფეხბურთი

18:00 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ებრალიძე გამოჯანმრთელდა

პორტუგალიის პრიმეირა დივიზიონში მოასპარეზე “ჟილ ვისენტეს” ნახევარმცველ ავთო ებრალიძე გამოჯანმრთელდა.

ინტერნეტპორტალ record.xl.pt-ის ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების განაპირა ნახევარმცველმა მარცხენა ბარძაყის ტრავმა მოირჩინა და ორშაბათს ვარჯიში განაახლა. 28 დეკემბერს “ჟილ ვისენტე” პორტუგალიის ლიგის თასზე თამაშობს და არაა გამორიცხული, ებრალიძე მინდორს დაუბრუნდეს.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ებრალიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, ხოლო “ჟილ ვისენტე” 6 ქულით 18 გუნდში ბოლო ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114451