ფეხბურთი

17:16 | 23.12.2014 | ნანახია 592 - ჯერ

ცხადაძეს დისკვალიფიკაციის ვადა არ შეუმცირეს

ბაქოს “ინტერის” მთავარ მწვრთნელს კახა ცხადაძეს დისკვალიფიკაციის ვადა არ შეუმცირეს. ინტერნეტპორტალ azerisport.com-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის სააპელაციო და საექსპერტო კომისიამ “ინტერის” თხოვნა ცხადაძისთვის სასჯელის შემცირების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

ქართველი სპეცილისტი აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-12 ტურში “ხაზარ-ლენქორანთან” შინ მოგებული (3:1) მატჩის დროს სტუმართა სპორტულ დირექტორთან მომხდარი ინციდენტის გამო 5 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. კერძოდ, ცხადაძემ და იუნის გუსეინოვმა შეხვედრის მსვლელობისას ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დისკვალიფიკაციის გარდა, მათ 5000-5000 მანათი გადახდა დააკისრეს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:49 | 07.04.2015
arturi-baierni (24493)

მოდდდდდდდეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთთთთთთთთთთთთთთთთთთ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066011
592