ფეხბურთი

15:12 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესი უიქენდის სიმბოლურის მიღმა აღმოჩნდა

eurosport-ის ოფიციალურმა გვერდმა გასული უიქენდის სიმბოლური ნაკრების განაცხადი გამოაქვეყნა. ძირითად შემადგენლობაში საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ლიონელ მესი ვერ მოხვდა, თავდამსხმელის ადგილი კი “ქუინზ პარკ რეინჯერსის” ფეხბურთელმა ჩარლი ოსტინმა დაიკავა.

სიმბოლურ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში პრემიერლიგიდან 5 ფეხბურთელი მოხვდა, სერია A-დან – 4, ბუნდესლიგიდან და პრიმერა დივიზიონიდან – თითო-თითო.

საუკეთესო 11 ფეხბურთელის სია შემდეგნაირად გამოიყურება: კოსტელ პანტილიმონი (“სანდერლენდი”), პაბლო ზაბალეტა (“მანჩესტერ სიტი”), ლორენცო ტონელი (“ემპოლი”), კამილ გლიკი (“ტორინო”), ხორდი ალბა (“ბარსელონა”), იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”), მატეო კოვაჩიჩი (მილანის “ინტერი”), ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”), ფრანკო ვასკესი (“პალერმო”), სეად სალიჰოვიჩი (“ჰოფენჰაიმი”), ჩარლი ოსტინი (ქპრ).

18 კაციან შემადგენლობაში ზემოთხსენებული ფეხბურთელების გარდა ანუ სათადარიგოთა სკამზე შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: ლუჩიანო ვიეტო (“ვილიარეალი”), იაროსლავ დრობნი (“ჰამბურგი”), დანიელ სუბაშიჩი (“მონაკო”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), ალექსანდრე ლაკაზეტი (“ლიონი”), გაეტან ჩარბონიერი (“რეიმსი”), რემი რიოუ (“ნანტი”).

0.117683