ფეხბურთი

13:55 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდმა” კევინ კამპლი დაიმატა

სლოვენიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე ავსტრიული “ზალცბურგის” შემტევი კევინ კამპლი კარიერას დორტმუნდის “ბორუსიის” შემადგენლობაში გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული გრანდის ვებგვერდმა გაავრცელა.

სლოვენიელი ფეხბურთელი გერმანელებთან კონტრაქტს 2019 წლის ივლისამდე გააფორმებს. ტრანსფერის დეტალები “დორტმუნდს” არ გაუვრცელებია. ტრანსფერმარკეტ-ის ინფორმაციით კი “ბორუსიამ” ავსტრიელებს 12 მილიონი ევრო გადაუხადა.

კევინ კამპლს გერმანიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. სლოვენიელი “ლევერკუზენის” აკადემიის აღზრდილია. ფეხბურთელს წლების განმავლობაში “ბაიერის”, “ფიურტის”, “ოსნაბრუკის” და “ალემანია” ღირსებაც დაუცავს.

“ზალცბურგს” სლოვენიელი 2012 წლის ზაფხულში შეუერთდა. ავსტრიული გუნდის მაისურით შემტევმა 109 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 29 გოლი და 54 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში კამპლი საკმაოდ შედეგიანად გამოიყურება. 31 ჩატარებულ შეხვედრაში მეტოქე 11-ჯერ დაამწუხრა, ხოლო თანაგუნდელებს გოლი 16-ჯერ გაატანინა.

ეროვნული ნაკრების მაისურით კამპლი მოედანზე 14-ჯერ გამოჩნდა, გაიტანა ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

0.133434