ჩოგბურთი

12:09 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერი: “აქცენტს სადიდსლემო ტურნირებზე გავაკეთებ”

33 წლის როჯერ ფედერერმა Tennis World-თან საუბრისას სამომავლო გეგმებზე და კარსმომდგარი შობის დღესასწაულის გატარების თაობაზე გაამახვილა ყურადღება.

“მომავალ სეზონში ძირითად აქცენტს სადიდსლემო ტურნირებზე გავაკეთებ. სწორედ ამ შეჯიბრებებისთვის მოვემზადები საგულდაგულოდ და შევეცდები მაყურებელს საუკეთესო ჩოგბურთი ვუჩვენო. წლის საასპარეზო გრაფიკს კი ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ დავადგენ. ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, მექნება თუ არა რეიტინგში პირველ ადგილზე დაბრუნების რეალური შანსი”, - განაცხადა სადღეისოდ კლასიფიკაციაში მეორე პოზიციაზე მდგომმა ფედერერმა და საშობაო ზეიმის აღნიშვნაზეც ისაუბრა: “შობის ბრწყინვალე დღესასწაულს შვეიცარიაში, ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდები”.

0.118379