ისტორია

9:53 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

23 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1950- დაიბადა ვისენტე დელ ბოსკე. მადრიდის “რეალის”, ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი-მცველი და მთავარი მწვრთნელი. მოთამაშეობისას “სამეფო კლუბში” 312 მატჩი, გაიტანა 14 გოლი. ხუთჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი (1975, 1976, 1978, 1979, 1980) და ოთხჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს (1974, 1975, 1980, 1982). ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 18 შეხვედრა, გაიტანა ერთი გოლი. მონაწილეობა მიიღო ევროპის 1980 წლის ჩემპიონატზე. მწვრთნელობისას “რეალს” 2001 და 2003 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, 2002 წელს დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით გუნდს საკონტინენტთაშორისო თასი და ევროპის სუპერთასი მოაგებინა. 2001 და 2003 წლებში მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონები გახადა, 2001-ში კი ქვეყნის სუპერთასი მოაგებინა. 2008 წლის 15 აპრილიდან ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. დელ ბოსკემ ამ პოსტზე ზედიზედ 10 სადებიუტო შეხვედრა მოიგო, რაც ეროვნულ ნაკრებთა დამრიგებლებს შორის სარეკორდო მაჩვენებელია. ესპანეთის ნაკრებს 2010 წლის მსოფლიო და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატები მოაგებინა. 1981 წლის 3 მარტს თბილისში მოსკოვის “სპარტაკის” წინააღმდეგ ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ითამაშა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1933- ჰოუვი მორენცმა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL), 251-ე შაიბა გაიტანა, რაც იმ დროისათვის სარეკორდო მაჩვენებელი იყო.

1946- აშშ-ის სტუდენტურ საკალათბურთო ლიგაში, ტენესის უნივერსიტეტის გუნდმა დიუქენსის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან თამაშზე უარი განაცხადა. ამისი მიზეზი ის გახდა, რომ დიუქენსელთა რიგებში შავკანიანი მოთამაშე ირიცხებოდა.

1962- “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვის შედეგად “ოქროს ბურთი” ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ნახევარმცველს იოზეფ მასოპუსტს მიეკუთვნა.

1972- ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა, “ნიუ იორკ აილენდერზმა” რეგულარულ ჩემპიონატში 15-მატჩიანი წაგებათა მწკრივი გაწყვიტა.

1978- “ნიუ იორკ აილენდერზმა” თანაქალაქელ “რეინჯერსს” პირველ პერიოდში 7 შაიბა გაუტანა. “კუნძულელთა” ფორვარდმა ტროტიემ “გოლი პლუს პასის” სისტემით, შეხვედრაში 8 ქულა დააგროვა, აქედან 6 – პირველივე პერიოდში. სულ კი აღნიშნულ მატჩში, ტროტიემ 5 შაიბა გაიტანა.

1986- რუტანმა და იგერმა, ავიაციის ისტორიაში დედამიწას თვითმფრინავით ისე შემოუფრინეს, რომ ჰაერში საწვავი არ დაუმატებიათ.

1994- ბეისბოლის ეროვნული ლიგის (NBL) კლუბების მეპატრონეებმა მოთამაშეებისათვის ხელფასის ზღვრული მაქსიმუმი დაადგინეს, რითიც სპორტსმენთა უკმაყოფილება გამოიწვიეს.

1997- ფინელმა ჰოკეისტმა იარი კურიმ, ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩებში მე-600-ე შაიბა გაიტანა. იგი მე-8-ე ჰოკეისტი შეიქნა, რომელმაც NHL-ში ამ ზღვარს მიაღწია. იარი კური იმხანად “კოლორადო ეველენშში” თამაშობდა.

1997- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ჩიკაგო ბულზის” მთავარმა მწვრთნელმა, ფილ ჯექსონმა NBA-ს მატჩებში მე-500-ე გამარჯვება მოიპოვა. ამ მაჩვენებელს ჯექსონის (იგი წარმატებით მუშაობდა სხვა კლუბებშიც, მათ შორის “ლოს ანჯელეს ლეიკერსში”) გაწვრთნილმა გუნდებმა, 682 შეხვედრაში მიაღწიეს.

2006- სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო სპორტსმენად, ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, რონალდინიო აღიარეს. მან მე-2-ე ადგილზე გასულ არგენტინელ ჩოგბურთელ დევიდ ნალბანდიანსა და მე-3-ე ადგილზე დამკვიდრებულ მექსიკელ მეგოლფე ქალს, ლორენა ოკოიას აჯობა.

2007- იტალიური “მილანის” მაისურით ჩატარებული 200 მატჩის აღსანიშნავად, კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ, ფორვარდი ფილიპო ინძაგი სპეციალური მედლით დააჯილდოვა. ფეხბურთელმა შავ-წითელმაისურიანთა რიგებში თავის მე-200-ე შეხვედრაში, 2007 წლის 1 დეკემბერს, სერია A-ს მე-14-ე ტურში ითამაშა.

2007- “მილანის” ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის განცხადებით, კაპიტან პაოლო მალდინის, _ რომელიც მაშინ 39 წლის იყო, _ სამუდამო მფლობელობაში გადაეცა გუნდის 3-ნომრიანი მაისური.

2007- ბულგარული “პარტიზანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სლავიშა იოკანოვიჩი დაინიშნა.

2007- ფრანგული “მეცის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრანსის დე ტოდეო გადააყენეს.

2008- მადრიდის “რეალმა” კლაას იან ჰუნტელაარისა და ლასანა დიარას ტრანსფერები დაადასტურა.

2012- ფრენკ ლამპარდმა პრემიერლიგაში 500-ე მატჩი ჩაატარა. “ჩელსიმ” “ასტონ ვილას” 8:0 მოუგო. პრემიერლიგის რეკორდი “მანჩესტერს” ეკუთვნის – 1995 წელს “რედინგს” 9:0 სძლია.

2012- ნიკოლოზ ცქიტიშვილმაჩემპვილშიგადაბარგების შემდეგ ზედიზედ მესამე მატჩში გაიბრწყინა. ლიბანის ჩემპიონატში ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში, ქართველმა ფორვარდმამუტაჰედისწინააღმდეგ 18 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, შემდეგსპორტინგ ალ რიადის” 27 ქულა, 10 მოხსნა, 8 ბლოკ-შოტი, 2 პასი და 1 ჩაჭრაუთავაზა”,“ანიბალე ზალესთანმატჩ კი 33 ქულა, 16 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1909- ბარნი როსი. ამერიკელი მოკრივე. მსუბუქი წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის ფლობდა მსოფლის ჩემპიონის ტიტულს (1934).

1922- მიშელინ ოსტემაიერი. ფრანგი მძლეოსანი. ბადროს ტყორცნაში 1948 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1939- ვალენტინ აფონინი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის ცსკას მცველი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1970). 1966 და 1970 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე. მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.

1945- რიჩარდ ვოლჰატერი. ამერიკელი მძლეოსანი. 800 მეტრზე რბენაში 1976 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1947- ევგენი ჩერნიშოვი. საბჭოთა ფრენბურთელი. 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. საკავშირო პირველობებზე მოპოვებული აქვს ოქროს ოთხი მედალი.

1950- ვისენტე დელ ბოსკე. მადრიდის “რეალის”, ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი-მცველი და მთავარი მწვრთნელი. მოთამაშეობისას “სამეფო კლუბში” 312 მატჩი, გაიტანა 14 გოლი. ხუთჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი (1975, 1976, 1978, 1979, 1980) და ოთხჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს (1974, 1975, 1980, 1982). ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 18 შეხვედრა, გაიტანა ერთი გოლი. მონაწილეობა მიიღო ევროპის 1980 წლის ჩემპიონატზე. მწვრთნელობისას “რეალს” 2001 და 2003 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, 2002 წელს დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით გუნდს საკონტინენტთაშორისო თასი და ევროპის სუპერთასი მოაგებინა. 2001 და 2003 წლებში მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონები გახადა, 2001-ში კი ქვეყნის სუპერთასი მოაგებინა. 2008 წლის 15 აპრილიდან ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. დელ ბოსკემ ამ პოსტზე ზედიზედ 10 სადებიუტო შეხვედრა მოიგო, რაც ეროვნულ ნაკრებთა დამრიგებლებს შორის სარეკორდო მაჩვენებელია. ესპანეთის ნაკრებს 2010 წლის მსოფლიო და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატები მოაგებინა. 1981 წლის 3 მარტს თბილისში მოსკოვის “სპარტაკის” წინააღმდეგ ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ითამაშა.

1962- ჯერი რეინოლდსი. “მილუოკი ბაქზის” გამთამაშებელი-ფორვარდი.

1964- პეტერ კლიმა. ჩეხეთის ეროვნული ნაკრებისა და ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ტამპა ბეი ლაითნინგის” მარჯვენა ფორვარდი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1966- ჰანს ვან არუმი. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების, “ვიტესისა” და “ვილემ II”-ის ფეხბურთელი.

1975- მარვინ ენდრიუსი. ტრინიდადისა და ტობაგოს ფეხბურთელთა ნაკრების ცენტრალური მცველი.

1976- იულია ჩეპალოვა. რუსი მოთხილამურე. ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი. ნაგანოს ზამთრის თამაშებზე “მის ოლიმპიადად” დაასახელეს.

1978- ემანუელ ოლისადებე. ნიგერიელი წარმოშობის ფეხბურთელი, ამპლუით ფორვარდი. იცავდა პოლონეთის ეროვნული ნაკრების, “იასპერ იუნაიტედის”, “პოლონია ვარშავას”, ათენის “პანათინაიკოსის”, “პორტსმუთის”, “შკოდა ქსანტის”, “აპოპ კინაირას პიეისის”-ისა და ჩინური “ჰენანის” ღირსებას. 2000-2004 წლებში, პოლონეთის ნაკრების მაისურით ჩაატარა 25 მატჩი, გაიტანა 11 გოლი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1964- ფრენკ ბაკლი. იგი “ვულვერჰემპტონ უონდერერზის” ყველაზე წარმატებული მწვრთნელი იყო. თამაშობდა “ასტონ ვილაში”, “ბირმინგემ სიტისა” და “დერბი ქაუნთიში”. 1914 წელს, ბაკლიმ ინგლისის ნაკრების შემადგენლობაშიც ითამაშა (ირლანდიის წინააღმდეგ). პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრენკ ბაკლი “საფეხბურთო ბატალიონის” მეთაური იყო. გარდაიცვალა 82 წლის ასაკში.

0.118545