ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-3 მატჩი ჩაატარა და კვლავ მარცხი განიცადა. ამჯერად, “იუნაიტედ ბიბლოს ამჩიტთან” – 72:77.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 36 წუთი დაჰყო და სტუმრებს 17 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა შესძინა.
ცქიტიშვილმა 4-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ნიკოლოზს ჩემპვილელთა რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (20) ჰქონდა.
ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო მატჩს 23 დეკემბერს ასევე ყველა თამაშის წამგებ “ჰოოპსთან” გამართავს, 29-ში კი “ჰომენეტმენს” ეთამაშება.