ორშაბათს მესამე ტურის მატჩები დასრულდა "ბენდელა თასის" გათამაშებაში - ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა "საბურთალო"-1-მა, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ბოლნისის "სიონი" 4:1 დაამარცხა. რაც შეეხება ჩვენს მეორე გუნდს, ორშაბათს ისვენებდა.
ხვალ, მორიგი შეხვედრები ჩატარდება. ცენტრალური მატჩი 15:00 საათზე დაიწყება, სადაც ერთმანეთს ტრადიციული გუნდები - "საბურთალო" და "დინამოს" აკადემია დაუპირისპირდებიან.
ხუთშაბათს ნახევარფინალური მატჩები გაიმართება, ხოლო 26 რიცხვში ტურნირის დასკვნითი დღეა - ჯერ მეცხრე ადგილზე იბრძოლებენ გუნდები, შემდეგ მეშვიდე, ამის მერე მატჩი მეხუთე ადგილისთვის ჩატარდება, ბოლოს წინა შეხვედრა მესამე ადგილისთვის არის დაგეგმილი, ხოლო 18:00 საათზე ფინალური დაპირისპირება შედგება.
ქვემოთ დღევანდელი მატჩების შედეგებს, ხვალინდელი შეხვედრების განრიგსა და სატურნირო მდგომარეობებს გაგაცნობთ:
22 დეკემბერი:
“ოლიმპიკი” – “რუსთავი-2003″ 1:0
“ავაზა” – “საბ. ბენდელა” 7:1
“საბურთალო-1″ – “სიონი” 4:1
"განთიადი” – “მორკინალი” 2:2
23 დეკემბერი:
"სიონი"- "განთიადი" 14:00
"საბურთალო" - "დ. აკადემია" 15:00
რუსთავი-2003" - "ავაზა" 16:00
"საბურთალო"-2 - "ოლიმპიკი 17:00
"ა" ჯგუფი:
1 | ოლიმპიკი | 3 | 2 | 1 | 0 | 10:4 | 7 | ||
2 | ავაზა | 2 | 1 | 1 | 0 | 10:4 | 4 | ||
3 | საბურთალო-2 | 2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 | ||
4 | რუსთავი-2003 | 2 | 0 | 1 | 1 | 0:1 | 1 | ||
5 | საბ.ბენდელა | 2 | 0 | 0 | 2 | 1:16 | 0 |
"ბ" ჯგუფი:
1 | საბურთალო | 3 | 3 | 0 | 0 | 16:2 | 9 |
2 | დ. აკადემია | 2 | 2 | 0 | 0 | 9:1 | 6 |
3 | მორკინალი | 3 | 0 | 1 | 2 | 3:15 | 1 |
4 | განთიადი | 2 | 0 | 1 | 1 | 2:8 | 1 |
5 | სიონი | 2 | 0 | 0 | 2 | 2:6 | 0 |