ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker–მა ბუნდესლიგის მე-17 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც მიმდინარე სეზონში მეექვსედ მოხვდა “ვოლფსბურგის” ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ნალდო.
მე-17 ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: ფერმანი (“შალკე”);
მცველები: შტრობლი (“ჰოფენჰაიმი”), ნალდო (“ვოლფსბურგი”), ბაბა (“აუგსბურგი”), ბროსინკი (“მაინცი”);
ნახევარმცველები: ბაიერი, ეშვაინი (ორივე “აუგსბურგი”), შვაინშტაიგერი (“ბაიერნი”), ბარტელსი (“ვერდერი), სალიჰოვიჩი (“ჰოფენჰაიმი”);
თავდამსხმელი: ზელკე (“ვერდერი”).