მოსკოვის “სპარტაკის” არგენტინელი ნახევარმცველი, ტინო კოსტა იტალიურ “ჯენოაში” გადასვლასთან ახლოსაა – იუწყება პორტალი Football Italia.
აღნიშნული ვებგვერდის ცნობით, გენუური კლუბი წარმატებით აწარმოებს მოსკოველებთან მოლაპარაკებებს და დიდი შანსია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნითანავე კოსტა “ჯენოას” მაისურით ვიხილოთ. იტალიელებს ტინოს 18-თვიანი იჯარით აყვანა სურთ.
29 წლის ფეხბურთელი “სპარტაკში” 2013 წელს გადავიდა “ვალენსიადან” და რუსეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 3-ჯერ აიღო მეტოქის კარი.