ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-18 ტურში სახლში “ბაქის” 5:2 სძლია. გუნდი ზამთრის შესვენებაზე 21 ქულით და სატურნირო ცხრილში დაკავებული მე-4 ადგილით წავიდა.
“გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს სატურნირო ცხრილში წინ წაწევაში დაგვეხმარა. ეს ამოცანა გადავწყვიტეთ. თუმცა, თამაში ჩვენთვის ძალიან ცუდად დაიწყო. თამაში კვირას უნდა ჩატარებულიყო (ზაქათალაში ნისლიანი ამინდის გამო გადაიდო, რედ.). ორშაბათს მატჩი ადრე გაიმართა და ამან ჩვენ თამაშზე იმოქმედა. თუმცა, მდგომარეობა თანდათან გამოვასწორეთ. შვებულებაში გავედით, მაგრამ ცოტა ხანი დავისვენებთ. ამის შემდეგ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდს თურქეთში დავიწყებთ” – იუწყება ჩიხრაძის სიტყვებს ინტერნეტპორტალი azerisport.com-ი.
განვლილი მატჩის მე-14 წუთზე “სიმურგი” 0:1 აგებდა, მაგრამ შემდეგ მეტოქეს ზედიზედ 5 ბურთი გაუტანა და საკუთარ კარში ერთი მიიღო.