მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველს მარსელოს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და გაირკვა, რომ მისი ტრავმა სერიოზული არაა. როგორც As-ი იტყობინება, ბრაზილიელი ფეხბურთელი 4 იანვარს “ვალენსიას” წინააღმდეგ მატჩში შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
მარსელომ ტრავმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩის 44-ე წუთზე მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ფაბიო კოენტრაუ შევიდა.
მარსელომ მიმდინარე სეზონში რონალდუს, კროოსის და კასილასის შემდეგ ყველაზე მეტი დრო გაატარა მოედანზე.