ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა დავიდ სილვამ, “მანჩესტერ სიტის” რიგებში შაბათს მე-200 შეხვედრა ჩაატარა.
“ქალაქელები” შინ “კრისტალ პალასს” ხვდებოდნენ და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს (3:0). საიუბილეო მატჩი მშვენივრად აღნიშნა სილვამ და “არწივების” კარში 2 გოლი გაიტანა.
28 წლის ნახევარმცველი ნამატჩევს მცირე კომენტარით შემოიფარგლა.
“მოხარული ვარ, რომ “მანჩესტერ სიტის” მაისურით მე-200 შეხვედრა ჩავატარე და საიუბილეო მატჩში ორი გოლის გატანა მოვახერხე. იმედი მაქვს, რომ კიდევ 200 თამაშს ჩავატარებ “სიტის” რიგებში”, - ციტირებს ესპანელის სიტყვებს მისი ოფიციალური “ტვიტერი”.
შეგახსენებთ, რომ დავიდი “სიტიში” 2010 წელს “ვალენსიადან” გადავიდა და 200 ჩატარებულ შეხვედრაში 34 გოლის გატანა მოახერხა.