ფეხბურთი

13:03 | 22.12.2014 | ნანახია 717 - ჯერ

მარტინესით “რომაც” დაინტერესდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და “პორტუს” თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი შესაძლოა სეზონის მეორე ნახევარში “რომას” შემადგენლობაში ვიხილოთ.

“მგლები” მზად არიან 28 წლის კოლუმბიელ თავდამსხმელში 20 მილიონი ევრო გადაიხადონ. მარტინესის სატრანსფერო ღირებულება კი 35 მილიონ ევროს შეადგენს და იტალიელებს ფეხბურთელის გადასაბირებლად სერიოზული აქტიურობა მოუწევთ.

მიმდინარე სეზონში მარტინესი შესანიშნავად გამოიყურება და 21 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში თავდამსხმელი ეფექტურად ვერ თამაშობს. ჯექსონმა ეროვნული გუნდის რიგებში სულ 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 9 გოლი გაიტანა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:25 | 22.12.2014
grande roma (633)

ნორმალურად მოაზროვნე ფეხბურტელი ტოტენჰემში არ გადავაა რა უნდა ტოტეში მოაზროვნე ფეხბურთელს? გადმოვიდეს რომაში ბომბარდირიც გახდბა უეჭველი და უფრო მეტს მიაღწევს

15:33 | 22.12.2014
ika_juve (1742)

ასე 20ად არავინ გამოუშვებს ჯობია რო რომამაც ვინმე ჩართოს ბარტერში, მაგალიტად დესტრო...მასეთი შეთავაზება თ გაუშვა რომამ და ცოტა ნორმალური ხელფასი, წამოვა უეჭველი, რა უნდა ბანძ ტოტენჰემში, აგერ კალჩოში მეორე ადგილზე იჩალიჩებს და ლიგაზეც მოუწევს თამაში, მისთვის მშვენიერი ვარიანტია მგონი

15:51 | 22.12.2014
top4 (3615)

შენ გაიხარე : )))

14:22 | 22.12.2014
chamilo (33560)

ტოტენჰემში გადავა უფრო ჩემი აზრით რადგან 20 ლიმონს და სოლდადოს სთავაზობს

15:51 | 22.12.2014
top4 (3615)

მეც ეგრე ვფიქრობ, სადღაც 12-13 მილიონს და სოლდადოს გაცვლიან ჯექსონში... ორთავესთვის მომგებიანი იქნება

14:39 | 22.12.2014
lasha147 (6103)

კი სთავაზობენ მაგდენს მარა მთავარია ჯექსონას სად უნდა გადასვლა

14:02 | 22.12.2014
grande roma (633)

მოდი ჯექსონ მოდი 9 ნომერი გელოდება ააუ ეს რას დახატავდა რომაას

13:28 | 22.12.2014
top4 (3615)

ტოტეში ჯექსონა ...

0.125488