ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბირმინგემის “ასტონ ვილას” მცველ ალი სისოკოს მსურველთა რიგი დაუდგა. 27 წლის ფეხბურთელის გადაბირებით იტალიური “ნაპოლი” და ლონდონის “ტოტენჰემი” არიან დაინტერესებულნი. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ფასად დათმობენ ბირმინგემელები ფრანგს.
“ასტონ ვილას” თავკაც პოლ ლამბერტს კლუბის სკაუტებისთვის უკვე უთხოვია ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სისოკოს შემცვლელი მოუძებნონ. შესაბამისად, ფრანგის ტრანსფერი რომელიმე ევროპულ გრანდში გარდაუვალია.
მიმდინარე სეზონში სისოკომ 17 მატჩი ჩაატარა. მოედანზე ის საშუალოდ 88 წუთს ატარებს და პოლ ლამბერტის ერთ-ერთ საყრდენ ფეხბურთელად ითვლება. სისოკოს სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს.