ფეხბურთი

2:21 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანმა ბასკეთში გაიბრწყინა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის მესამე სათამაშო დღის პირველი შეხვედრა “ელ მადრიგალზე” გაიმართა, სადაც “ვილიარეალმა” ლა კორუნიის “დეპორტივო” მიიღო და იოლად დაამარცხა.

მასპინძლები დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ეს მალევე აისახა გატანილ გოლში. მე-10 წუთზე “ყვითლები” ჯონათან დოს სანტოსმა დააწინაურა. რამდენიმე სახიფათო მომენტის მიუხედავად, პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა, ხოლო მეორე ტაიმში ლუსიანო ვიეტომ გაიბრწყინა და დუბლი შეასრულა – 3:0. ერთადერთი რამაც მასპინძლებს ხასიათი გაუფუჭა, შეცვლაზე 4 წუთის შემოსული ტომას პინას გაძევება იყო, რომელსაც საკამათო ვითარებაში წითელი ბარათი უჩვენა ხოსე ლუის გონსალეს გონსალესმა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა “ნიუ სან მამესზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “ბილბაო” მადრიდის “ატლეტიკოსთან” განადგურდა. სტუმრებს სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, რადგან დისკვალიფიკაციის გამო მარიო მანძუკიჩი და კოკე აკლდათ. მიუხედავად ამისა, წინა ხაზში მადრიდულ კლუბს არ გასჭირვებია, რაც პირველ რიგში ანტუან გრიზმანის დამსახურებაა, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს მოაგებინა. შეხვედრაში ძალიან ცოტა მომენტი შეიქმნა, თუმცა ბევრი გოლი გავიდა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ გუნდებმა ფაქტიურად ყველა მომენტი გოლად აქციეს. ანგარიში მე-17 წუთზე მიკელ რიკომ გახსნა და ტაიმი ბასკებს მოაგებინა.

მეორე ნახევარი ხეირიანად დაწყებული არც იყო, რომ ანტუან გრიზმანმა ანგარიში გაათანაბრა. 53-ე წუთზე ბასკების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რაულ გარსიამ აქცია გოლად. 73-ე და 81-ე წუთებზე კი, თავი კვლავ გრიზმანმა გამოიჩინა და “როხიბლანკოს” რიგებში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა – 1:4. “ატლეტიკო” 35 ქულით მე-3 ადგილზეა და “ბარსელონას” 3, ხოლო “რეალს” 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა “ბლანკოსს” ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს გამართული.

ლა ლიგაში ზედიზედ მე-12 შეხვედრა ვერ მოიგო “გრანადამ”. ხოაკინ კაპაროსის შეგირდებმა ბოლოს მე-4 ტურში მოუგეს “ბილბაოს”. მას შემდეგ ანდალუსიურმა კლუბმა 7 შეხვედრა წააგო და 5 ფრედ ითამაშა. “გრანადამ” ამჯერად “ხეტაფეს” ვერ მოუგო შინ. მასპინძლებმა პირველი ნახევარი კორდობას გოლით მოიგეს, მაგრამ 78-ე წუთზე ველაზკესმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1. “გრანადა” გასავარდნ ზონაშია და დიდი შანსია, რომ ახალ წელს ხოაკინ კაპაროსი უმუშევარი შეხვდეს.

“მარტინეს ვალეროზე” გამართულ შეხვედრაში “მალაგას” დიდი უპირატესობის მიუხედავად, პირველი ნახევარი “ელჩემ” მოიგო. ვალენსიური კლუბის პოლონელმა კიპერმა ჟემისლავ ტიტონმა დიდებულად იტამაშა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლომბანმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში “ელჩეს” ვეღარ ტიტონმა უშველა და იგნასიო კამაჩოსა და ლუის ალბერტოს გოლებით “მალაგამ” საჭირო გამარჯვება მოიპოვა – 1:2.

ვილიარეალი – დეპორტივო 3:0 (1:0)


ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, რუისი, პაულისტა, გასპარი, კოსტა, ტრიგეირასი (პინა 76), ბ.სორიანო, ჩერიშევი, ჯონათან დოს სანტოსი (მ.გომესი 62), უჩე (ჯოვანი დოს სანტოსი 46), ვიეტო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, სიდნეი, ლოპო, კანელია, ხუანფრანი, ხ.დომინგესი, ბერგენტინოსი, ხ.როდრიგესი (ვილკი 74), ფარინა (კუენკა 60), კავალიერო, ტოჩე (პოშტიგა 70).
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი

გოლები: 1:0 ჯონათან დოს სანტოსი (10), 2:0;3:0 ვიეტო (68;73).
გაფრთხილებები: ბ.სორიანო – ტოჩე, ლოპო, სიდნეი
გაძევება: პინა 80.
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 15(9)-10(2), ჯარიმა: 16-15, კუთხური: 5-2, თამაშგარე: 7-1, სეივი: 2-6

გრანადა – ხეტაფე 1:1 (1:0)

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-4-2): ოლაზაბალი, ბაბინი, მაინცი, ლ.მარტინსი, ნიომი (ხ.მარკესი 46), იტურა, ფ.რიკო, ფოლქიერი, პიტი (ისააკი 80), ელ არაბი (რიკი 68), კორდობა.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

ხეტაფე (4-2-3-1):
გუაიტა, ველაზკესი, ნალდო, ალექსისი, ვალერა, ლასენი, ხ.როდრიგესი (სამირი 56), ლაფიტა (კასტრო 59), იოდა (ლეონი 71), სარაბია, ვაზკესი.
მწვრთნელი: კოსმინ კონტრა

გოლები: 1:0 კორდობა (40), 1:1 ველაზკესი (78).
გაფრთხილებები: ფ.რიკო, იტურა, რიკი, ხ.მარკესი – ალექსისი, ველაზკესი
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 13(3)-12(4), ჯარიმა: 19-8, კუთხური: 3-5, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-2

ელჩე – მალაგა 1:2 (1:0)

ელჩე, “მარტინეს ვალერო”

ელჩე (4-2-3-1): ტიტონი, ლომბანი, როკო, ალბაკარი (კორო 89), სისმა, ა.გონსალესი (კ.ერერა 80), პასალიჩი, გ.როდრიგესი, ვ.როდრიგესი (ა.ნიგუეზი 65), ფაჟრი, ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

მალაგა (4-2-3-1): კამენი, მ.ტორესი, ანხელერი, არტუნეში, ბოკა, დარდერი (ლ.ალბერტო 77), კამაჩო, კასტილიეხო, დუდა (რესიო 61), ჰორტა, სანტა კრუზი (ამრაბატი 51).
მწვრთნელი: ხავი გრასია

გოლები: 1:0 ლომბანი (45+1), 1:1 კამაჩო (49), 1:2 ლ.ალბერტო (77).
გაფრთხილებები: ალბაკარი, ა.გონსალესი – კასტილიეხო
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 9(3)-19(10), ჯარიმა: 19-8, კუთხური: 5-3, თამაშგარე: 5-3, სეივი: 8-2

ბილბაო – ატლეტიკო 1:4 (1:0)

ბილბაო, “ნიუ სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ეჩიტა, გურპეგი, ბალენსიაგა (იბაი გომესი 79), დე მარკოსი, სან ხოსე, მ.რიკო, უ.ლოპესი (გ.ფერნანდესი 69), სუსაეტა (აკეჩე 84), მუნიაინი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ატლეტიკო (4-4-2):
მოია, ხ.ხიმენესი, გოდინი, ხუანფრანი, სიკეირა (ლუკასი 88), გაბი, ტიაგო, საული (კ.როდრიგესი 80), თურანი (გამესი 84), რ.გარსია, გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 მ.რიკო (17), 1:1;1:3;1:4 გრიზმანი (46;73;81), 1:2 რ.გარსია (53 პენ.).
გაფრთხილებები: ადურისი, სან ხოსე, მუნიაინი – გრიზმანი, ხ.ხიმენესი, თურანი, გაბი
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 4(2)-5(4), ჯარიმა: 12-14, კუთხური: 3-1, თამაშგარე: 0-4, სეივი: 0-1

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 25. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 15. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 11. კარლოს ბაკა (“სევილია”) -10. ქარიმ ბენზემა ("რეალი") - 8. ხოაკინ ლარივეი ("სელტა") – 7.

თეგებილა ლიგა
0.414841