ფეხბურთი

2:06 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხუთი გოლი "ბორდოს" კარში

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-19 ტური დასრულდა. “მარსელის ოლიმპიკმა” გასულ ტურში “მონაკოსთან” მარცხის შემდეგ მცირე ჩავარდნა აღმოფხვრა და “ლილის” დამარცხება დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა.

რენე ჟირარის გუნდი წარმატებულ სეზონს არ ატარებს. 19 ტურიდან გამარჯვება მხოლოდ ხუთ შეხვედრაში დარჩათ, რაც ათეულში მოხვედრისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. “ლილი” გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს, რაც კიდევ უფრო რთულ ფონს ქმნის.

შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი ტოვინის პასის შემდეგ გავიდა. ბელგიელმა მიჩუ ბათშუმ ისარგებლა ფრანგის პასით და “მარსელს” სამი ქულა მოაპოვებინა.

გალტიეს მოთამაშეებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ანგარიში გრადელმა პირველივე წუთზე გახსნა, რასა 20 წუთში “ნორვიჩიდან” არენდის წესით აყვანილი ჰოლანდიელის, ვან ვოლფსვინკელის გოლი მოჰყვა.

მატჩის ბოლო გოლი ჰამუმას დარტყმას მოჰყვა, ფრანგმა სეზონში პირველი გოლი დღეს, მატჩის 65-ე წუთზე შეაგდო.

“სენტ ეტიენი” მეოთხე ადგილზე იმყოფება და სამეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

პალოისის გაძევების მიუხედავად მოულოდნელი აღმოჩნდა “ბორდოს” გამანადგურებელი მარცხი კონკურენტ “ლიონთან.” ლაკაზეტიმ დუბლი შეასრულა, ხოლო ტოლისომ, ფეკირმა და ფერიმ თითო-თითო გოლი შეაგდეს კარასოს კარში.

ლაკაზეტი ბომბარდირთა დავას ლიდერობს, “ლიონს” კი ლიდერობამდე ათ ქულაზე მეტი აშორებს, ხოლო სანიოლს სულ სხვა საფიქრალს შეუქმნის ფურნიეს გუნდთან მძიმე მარცხი შინ, “შაბან-დელმასზე.”უპირველესად ფსიქოლოგიურს.

მარსელი – ლილი 2:1 (1:0)

მარსელი, “ველოდრომი”

მარსელი: მანდანდა, ფანი, ნ’კულუ, ჯა ჯეჯე, მენდი, იმბულა, ლემინა (რომაო 75), ტოვინი (მორელი 84), ჟინიაკი, აეუ, ბათშუ

მთავარი მწვრთნელი: ბიელსა

ლილი: ენიამა, ბასა, კიაერი, სუარე, სიდიბე, ბალმონტი (მეიტე 72), მავუბა, გაია, მენდესი (როდელინი 84), რუქსი (ფრეი 58), ორიჯი

მთავარი მწვრთნელი: ჟირარი

გოლები: 1:0 რუქსი (ავტოგოლი 32), 1:1 გაია (61), 2:1 ბათშუ (69)

მთავარი მსაჯი: ალექსანდრე კასტრო

გაფრთხილება: ფრეი (63), რომაო (75)

სენტ ეტიენი – ევიანი 3:0 (2:0)

სენტ –ეტიენი, “ჟოფრი გიშარდი”

სენტ ეტიენი: რუფიე, ბრისონი, პერინი, კატერინე, პოგბა, კლემენტი, კოჰადე (კორნეტი 86), ლემოინე, ჰამუმა, გრადელი (მონე-პაკე 66), ვან ვოლფსვინკელი (ტაბანუ 77)

მთავარი მწვრთნელი: გალტიე

ევიანი: ლეროი, მონგონგუ, ვასი (ნილსენი 53), ანგულა, აბდალაჰი, საბალი, სორლინი, ბარბოსა, ტეიედა, სუგუ (ნინკოვიჩი 46), ნ’სიკულუ (ბრუნო 78)

მთავარი მწვრთნელი: დუპრაზი

გოლები: 1:0 გრადელი (1), 2:0 ვან ვოლფსვინკელი (20), 3:0 ჰამუმა (65)

მთავარი მსაჯი: ამურ დელერუ

გაფრთხილება: ბრისონი (62)

ბორდო – ლიონი 0:5 (0:1)

ბორდო, “შაბან-დელმასი”

ბორდო: კარასო, მარიანო, კონტენტო, სანე, პალოისი, იამბერე (საივეტი 46), პლასილი, ჰაზრი (ბიოგო 72), სერტიჩი, დიაბატე, ტურე (მაურის-ბელაი 76)

მთავარი მწვრთნელი: სანიოლი

ლიონი: ლოპესი, ჟალე, დაბო (ბედიმო 73), ბისევაჩი, უმტიტი, გონალონსი, ფერი, ფეკირი (იატარა 84), ტოლისო, ლაკაზეტი, ნ’ჟიე (გეზალი 67)

მთავარი მწვრთნელი: ფურნიე

გოლები: 0:1, 0:5 ლაკაზეტი (39, 90), 0:2 ტოლისო (56), 0:3 ფეკირი (81), 0:4 ფერი (85)

მთავარი მსაჯი: რუდი ბუკე

გაფრთხილება: ჟალე (34), სერტიჩი (42)

გაძევება: პალოისი (65)

0.11799