იტალიის რანგით მე-3 ლიგაში გიგა ჯანელიძის “როზეტო” აუტსაიდერ “ლატინა ბასკეტს” ესტუმრა და 73:83 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელი როზეტოელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 25:28 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
გიგამ 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა დ 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
სარგებლიანობის კოეფიციენტის (12) მიხედვით, ქართველი ფორვარდი თანაგუნდელთაგან მხოლოდ ინოჩენცო ფერაროს ჩამორჩა, რომელმაც 11 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.
“როზეტოს” 4 მოგების წილ მე-9 მარცხი მოუგროვდა და აუტსაიდერებში რჩება, მომდევნო მატჩს კი 28 დეკემბერს, შინ, “რავენასთან” ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაშია საქმე ვერ გავიგე ამ ჯანელიძის ინფორმაცია ექსტრემალურად იდება, და საერთოდ სადაა ვაჟიკო მეტრეველი ვინმეს თუ აინტერესებს ?!!!!!!!!!!!!!