მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერმა, ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა მომავალი სეზონის გეგმებზე ისაუბრა.
“შეიძლება ბევრი თვლის, რომ მე მინდა გავხდე რეიტინგის პირველი ნომერი, მაგრამ ეს ასე არ არის. რეალურად ჩემი მიზანია, სეზონი უტრავმოდ დავასრულო და ყველა დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობა მივიღო. თუ რეიტინგის პირველი ნომერი გავხდები, მე მხოლოდ მოხარული ვიქნები, მაგრამ ამას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. სრული დატვირთვით ვარჯიში ორი კვირაა, რაც დავიწყე.”- ნადალის სიტყვებს Eurosport.fr ციტირებს.
2014 წელს ნადალმა საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო, მაგრამ ტრავმების გამო ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირი, ამერიკის ღია პირველობა და ლონდონში წლის შემაჯამებელი პირველობა გამოტოვა.