ყოფილ ფეხბურთელს, ინგლისელ ოუენ ჰარგრივსს, ჟოზე მაურინიოს დღევანდელმა “ჩელსიმ” 1999 წლის “მანჩესტერ იუნაიტედი” გაახსენა. იმ წელს “წითელმა ეშმაკუნება” ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა და ინგლისის თასი მოიგეს.
“როცა დღევანდელ “ჩელსის” ვუყურებ, მახსენდბა 1999 წლის “მანჩესტერ იუნაიტედი”. მაშინ “მანჩესტერი” სრულყოფილი გუნდი იყო. ფერგიუსონის შეგირდები, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგად იყვნენ მომზადებულები. “წითელი ეშმაკუნები” მაშინ დაუნდობლები იყვნენ, - ოღონდ კარგი გაგებით. მაურინიოს ბიჭებს რომ ვუყურებ, მათშიც იგივე თვისებებს ვხედავ.”- ჰარგრივსის სიტყვებს Mirror ციტირებს.
33 წლის ოუენ ჰარგრივსმა კარიერა მიუნხენის “ბაიერნში” დაიწყო და იქ 2000-07 წლებში თამაშობდა. 2007-11 წლებში “მანიუს” წევრი იყო, კარიერა კი 2012 წელს “მანჩესტერ სიტიში” დაამთავრა. ინგლისის ნაკრებში მან 42-ჯერ ითამაშა.
ჰარგრივსი ახლა ერთ-ერთ ბრიტანულ ტელეარხზე კომენტატორად მუშაობს.