Telegraph-ის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსიდან” იტალიურ “მილანში განათხოვრებული ფერნანდო ტორესი შესაძლოა ყოფილ კლუბს, “ლივერპულს” დაუბრუნდეს.
როგორც ირკვევა, არც მილანელებს და არც ლონდონელებს ტორესთან თანამშრომლობა არ სურთ, შესაბამისად ესპანელს გვერდში “ლივერპული” დაუდგება, რადგან ბრენდან როჯერსი გუნდის გაძლიერებითაა დაინტერესებული.
ესპანელმა ფეხბურთელმა იტალიურ გრანდში ფეხი რომ ვერ მოიკიდა, ეს უკვე ძველი ამბავია. ტორესს ფილიპო ინძაგი მცირე სათამაშო დროს უთმობს. მიმდინარე სეზონში ესპანელმა თავდამსხმელმა 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.