პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ გამართულ საზეიმო ცერომონიალზე უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის ხელი არ ჩამოართვა.
მოგეხსენებათ, ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს თავკაცმა განაცხადა, რომ 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება გერმანელმა მანუელ ნოიერმა უნდა მიიღოს და არა რონალდუმ.







