ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა, 34 წლის ჯონ ტერიმ განაცხადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. მცველს ლონდონურ კლუბთან ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
“ჯერ კიდევ შემიძლია, გუნდს სარგებელი მოვუტანო. ამბობენ, რომ ფეხბურთელი 29-30 წლის ასაკში წურავს თავის შესაძლებლობებს. ახლანდელ ჩემს ფორმასა და როცა 27-28 წლის ვიყავი, მაშინდელ კონდიციებს შორის, ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ. მსურს “ჩელსისთან” კონტრაქტი გავახანგრძლივო.”- ტერის სიტყვებს Daily Mirror ციტირებს.
ჯონ ტერი “ჩელსიში” 1998 წლიდან დღემდე თამაშობს. მცველმა “ჩელსის” გუნდის ფორმა 430-ჯერ მოირგო და 34 გოლი გაიტანა. 2000 წელს ჯონი, რამდენიმე თვით, “ნოტინგემ ფორესტში” იყო განათხოვრებული, სადაც მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.