სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:00 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბელგიის ეროვნული ნაკრების და “ვოლსბურგის” შემტევმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა შესაძლოა კარიერა “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელოს.

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელისადმი ინტერესი “მგლების” რიგებში კარგი თამაშის გამო უფრო გაიზარდა. 23 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

დე ბრუინი გერმანულ კლუბს “ჩელსიდან” 2014 წლის იანვარში, 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ასე რომ, მანჩესტერულ გრანდს ბელგიელის მოსაპოვებლად უფრო მეტის გადახდა მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115045