“ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი დარწმუნებულია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი კლუბის სატურნირო მდგომარეობას გამოასწორებს.
“ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესს და მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. უნდა ვაღიარო, რომ სეზონი არცთუ კარგად დაიწყო, მაგრამ არავის დაუკარგავს მწვრთნელის ნდობა. ჩვენ გვჯერა მისი, როჯერსს დრო სჭირდება.”- ჯერარდის სიტყვებს Daily Mail ციტირებს.
“ლივერპული” ინგლისის პრემიერლიგაში 16 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-11 ადგილს იკავებს. როჯერსის შეგირდები დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე “ენფილდზე” “არსენალს” შეხვდებიან.